სიცოცხლის ხის არქეტიპი ქართულ კულტურულ სივრცეში

Main Article Content

ნინო ხარჩილავა

ანოტაცია

წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია „სიცოცხლის ხის“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და უნივერსალური არქეტიპის, მრავალმხრივი შესწავლა ქართულ კულტურულ კონტექსტში. კვლევა მოიცავს სიმბოლოს ტრანსფორმაციის პროცესს უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე, რაც ეყრდნობა არქეოლოგიური, ისტორიული და ეთნოგრაფიული წყაროების ინტერდისციპლინურ ანალიზს. ნაშრომში ხაზგასმულია „სიცოცხლის ხის“ რელიგიური დატვირთვა წარმართულ მსოფლმხედველობაში და მისი შემდგომი სინკრეტული შერწყმა ქრისტიანულ სიმბოლიკასთან. არქეოლოგიური მასალების (ბრინჯაოს არტეფაქტები, ქვაზე ნაკვეთი რელიეფები) შესწავლა ცხადყოფს სიმბოლოს დინამიკას, ხოლო ეთნოგრაფიული მონაცემები (ორნამენტიკა, სარიტუალო პრაქტიკები, მითოლოგიური გადმოცემები) წარმოაჩენს ამ არქეტიპის გავლენას ქართულ ყოფით კულტურასა და თვითშეგნებაზე. კვლევამ აჩვენა, რომ ქართულ კულტურაში „სიცოცხლის ხე“ არ არის სტატიკური სახე, არამედ ცოცხალი, ევოლუციური ფენომენია, რომელიც აერთიანებს მიწისა და ცის, მატერიალურისა და სულიერის კავშირს, რაც ქართული მსოფლმხედველობის განუყოფელი კომპონენტია.

საკვანძო სიტყვები:
სიცოცხლის ხე, არქეტიპი, ქართული კულტურა, სიმბოლიკა, სინკრეტიზმი
გამოქვეყნებული: ნოე 10, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
კულტურა