სამჭედლო - საკულტო ნაგებობა აფხაზეთში

Main Article Content

ნინო ხარჩილავა

ანოტაცია

ნაშრომში საველე-ეთნოგრაფიულ მასალებსა და სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით სამჭედლოსთან, როგორც საკულტო ადგილთან დაკავშირებული ტრადიციული კულტურის ზოგიერთი თავისებურებაა წარმოდგენილი.


სამჭედლო თანმხლებ წეს-ჩვეულებებთან ერთად, კულტმსახურების ერთ-ერთ უძველეს ობიექტს წარმოადგენდა. აღნიშნული საკულტო ადგილი ტრადიციულ ყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აფხაზეთის თანამედროვე ყოფაშიც. სამჭედლოსთან დაკავშირებულმა სულიერმა კულტურამ მკვეთრად გამოხატული კონსერვატიული ბუნება აჩვენა და შესაბამისად რიგი წეს-ჩვეულებაც ბოლო დრომდე შემოინახა.


სამჭედლო, მჭედლობის მფარველი ღვთაების საბრძანისად, საღვთო სახლად მიაჩნდათ. აქედან მომდინარეობს სამჭედლოს როგორც, საკულტო ნაგებობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და თაყვანისცემა. სამჭედლო სამეურნეო ფუნქციის დაკარგვის შემთხვევაშიც ღვთაება შაშვის კულტმსახურების სახლად რჩებოდა. XX საუკუნის შუახანებამდე შემორჩა მცირე ზომის სამეურნეო დანიშნულების უკვე არმქონე სამჭედლოები, სადაც მხოლოდ ლოცვა და მსხვერპლშეწირვა წარმოებდა და გრდემლი, კვერი და მარწუხი კულტის ობიექტებს წარმოადგენდნენ. იმდენად დიდია მოკრძალება და შიში ღვთაება შაშვის წინაშე, რომ სამჭედლო უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ეკლესია. აქვე ხდებოდა სასამართლო საქმის წარმოება, დაპირისპირებულ მხარეთა დაფიცება, ხატზე გადაცემა, წყევლა და შერიგება. სამჭედლოში სრულდებოდა მსხვერპლშეწირვა და ლოცვა ღვთაება შაშვის სახელზე (ხეჩხვამა), აქ ეძიებდნენ სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების საშუალებებს. ერთი სიტყვით, სამჭედლო ღვთაება შაშვის ნამდვილი ტაძარი იყო, სადაც გრდემლი საკურთხევლის ფუნქციას ასრულებდა. თანამედროვე ყოფაში სამჭედლოს ნასადგურევიც კი წმინდა, საფიცარ ადგილად ითვლება.


ამრიგად, სამჭედლო მიჩნეულია, როგორც წმინდა ადგილი, საკულტო ნაგებობა, რომელიც ბარაქიანობისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ აღიქმება. მათგან ზოგიერთ წეს-ჩვეულებაზე ძველი წერილობითი წყაროებიც მოგვითხრობენ, თუმცა თანამედროვე საველე-ეთნოგრაფიული მასალები საინტერესო მხარეს ავლენს, მათ შორის სამჭედლოში შესრულებული რიტუალები და ადგილი, რომელიც წმინდა ადგილად ითვლება და ცოცხალ ეთნოგრაფიულ ყოფაში ჯერ კიდევ შემონახულია.

საკვანძო სიტყვები:
სამჭედლო - ქართულ-აფხაზური ტრადიციები, მჭედლობის კულტი აფხაზეთში
გამოქვეყნებული: Dec 17, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
კულტურა