„ხმალი ავლესოთ, ქართველებო!“ ქართული თეატრი ემიგრაციაში - ისტორია და დღევანდელობა

Main Article Content

ლაშა ჩხარტიშვილი

ანოტაცია

ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში უწევდა ომებში მონაწილეობა და ქვეყნის დასაცავად ქართული თეატრი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. პატრიოტული სიმღერების მსგავსად, ქართველი მსახიობები ომებში არა მხოლოდ მორალურად ამხნევებდა ჯარს, არამედ თავადაც იბრძოდა თავისუფლების დასაცავად.  მართალია, ომი არ არის ერთადერთი ფაქტორი, რაც იწვევს ინტენსიურ ემიგრაციას, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ომი, როგორც მოვლენა, ის მთავარი მაპროვოცირებელია, რომელიც აიძულებს ადამიანს თავის გადარჩენის მიზნით, თავი უსაფრთხო მხარეს, სხვა ქვეყანას შეაფაროს. კრწანისის ომის შემდეგ (1795) ქართველი დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე და კლასიცისტური თეატრის ფუძემდებელი საქართველოში გიორგი ავალიშვილი (1769-1850) ემიგრაციაში რუსეთში მიემგზავრება და იქ აგრძელებს მოღვაწეობას.


ქართული თეატრის მოღვაწეები მხოლოდ რუსეთში არ მიემგზავრებოდნენ ემიგრაციაში. 1920 წელს, ქართველი თეატრის მოღვაწე გიორგი ჯაბადარი (Giorgi Jabadari, 1888-1938) ევროპაში, გერმანიაში გაემგზავრა. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში დარჩა. ის წარმატებით მოღვაწეობდა ბრიუსელსა და ბერლინში, როგორც რეჟისორი. ის იყო პარიზის თეატრის „ოდეონი-ევროპის თეატრი“ რეჟისორთა კოლეგიის წევრი.


ქართულ თეატრში ემიგრაციის მომდევნო ტალღა XX საუკუნის 90-იან წლებში წამოვიდა. ერთი მხრივ, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია სრული ქაოსი. 1990 წელს, მოსკოვის წაქეზებით, ოსმა სეპარატისტებმა სამაჩაბლოს რეგიონი (იგივე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა) დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადეს.


დაახლოებით იგივე სცენარით გამწვავდა კონფლიქტი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას შორის. აფხაზ სეპარატისტებსა და ქართულ ჯარს შორის შეტაკების შედეგად, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ, სამხრეთ ოსეთის მსგავსად დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო თანამეგობრობას ავტონომიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობა არ უღიარებია, გარდა რუსეთისა.


ემიგრაციაში მყოფი ქართული თეატრები წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას, მაგრამ ისინი არასდროს კარგავენ იმედს, რომ დაუბრუნდებიან მშობლიურ ქალაქებს და თავის მაყურებელს.

საკვანძო სიტყვები:
ქართული თეატრი ემიგრაციაში, სოხუმის თეატრი, ცხინვალის თეატრი, ბაქოს ქართული თეატრი, ქართველი მსახიობები ემიგრაციაში, გიორგი ჯაბადარი, ვასილ ყუშიტაშვილი, დიმიტრი ჯაიანი, გოჩა კაპანაძე, დავით საყვარელიძე
გამოქვეყნებული: Dec 17, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
თეატროლოგია