კანონის უზენაესობა ადამიანურ ფაქტორთა ლაბირინთში: ბილი მილიგანის ფენომენიდან „12 განრისხებულ მამაკაცამდე“

Main Article Content

ბარბარე კალაიჯიშვილი

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ზღვარი კანონის მშრალ იდეალსა და სასამართლო პროცესში არსებულ ადამიანურ ფაქტორებს შორის. რეალური პრეცედენტებისა (ბილი მილიგანის ქეისი, სომნამბულიზმი) და კინემატოგრაფიული ნიმუშების („12 განრისხებული მამაკაცი“, „ფილადელფია“) მაგალითზე ნაჩვენებია, რომ საბოლოო ვერდიქტი ხშირად ემოციური ზეწოლის, სოციალური სტიგმებისა და პირადი ტრავმების შედეგია და არა მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური ანალიზის.


ტექსტში გაანალიზებულია ის სამართლებრივი გამოწვევები, რომლებსაც პიროვნების გაორება თუ არაცნობიერი ქცევა უქმნის მართლმსაჯულებას. ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განხილულია ქართული რეალობაც. ხაზგასმულია, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების მიუხედავად, ადგილობრივი სისტემა ჯერ კიდევ დგას სტერეოტიპების დაძლევისა და სამედიცინო-ფსიქოლოგიური ასპექტების სრულფასოვანი გააზრების გამოწვევის წინაშე. დემოკრატიული სამართლის უმთავრესი ღირებულება უშეცდომობა კი არა, ეჭვის შეტანის უნარი, ჰუმანიზმი და ინდივიდის ბედისადმი პასუხისმგებლობაა.

საკვანძო სიტყვები:
კანონის უზენაესობა, ნაფიცი მსაჯულები, „ბილი მილიგანი“, „12 განრისხებული მამაკაცი“, პიროვნების გაორება, სომნამბულიზმი, ქართული მართლმსაჯულება
გამოქვეყნებული: ნოე 10, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
კინომცოდნეობა