დიმიტრი ნაზარიშვილი და ნაზარიშვილთა ოჯახი: XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისის კულტურულ-ინტელექტუალური კერა

Main Article Content

ქეთევან გოგინოვი
ნატო ფაილოძე

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისის გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ექიმ-ფტიზიატრსა და ქველმოქმედს, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ნაზარიშვილს. სტატიაში გაანალიზებულია მისი ფუძემდებლური როლი ქუთაისის სამედიცინო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში, მათ შორის პირველი საქალაქო საავადმყოფოს დაფუძნება, მალარიის სამკურნალო პრეპარატის („ნაზარიშვილის წვეთები“) შემუშავება და წყალტუბოს კურორტის განვითარებაში შეტანილი წვლილი. ნაშრომი ასევე მიმოიხილავს ნაზარიშვილების ოჯახს, როგორც ქუთაისის საზოგადოებრივ-ინტელექტუალურ ეპიცენტრს, სადაც იკრიბებოდნენ ქართული კულტურის უდიდესი მოღვაწეები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოჯახის უფროსი ქალიშვილის, ელენე ნაზარიშვილის, პედაგოგიურ და მთარგმნელობით მოღვაწეობას, რომელიც ქართულ-ევროპული კულტურული დიალოგის ნათელი მაგალითია.

საკვანძო სიტყვები:
დიმიტრი ნაზარიშვილი, ქუთაისი, ნაზარიშვილების სალონი, კულტურული მემკვიდრეობა, საზოგადოებრივი ღვაწლი
გამოქვეყნებული: ნოე 10, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
კულტურა