ხელოვნური ინტელექტი სტუდენტთა შემოქმედებით პროცესში: შესაძლებლობები და გამოწვევები სახელოვნებო განათლებაში

Main Article Content

ირინა ყურუა

ანოტაცია

სტატიაში გაანალიზებულია ხელოვნური ინტელექტის, განსაკუთრებით გენერაციული AI-ის გამოყენების შესაძლებლობები სტუდენტთა შემოქმედებით პროცესში და მასთან დაკავშირებული პედაგოგიური და ეთიკური გამოწვევები სახელოვნებო განათლებაში. კვლევის მიზანია გამოიკვეთოს, როგორ შეიძლება AI-ის ინტეგრირება სასწავლო და შემოქმედებით პრაქტიკაში ისე, რომ მან ხელი შეუწყოს იდეების განვითარებასა და ექსპერიმენტს, მაგრამ არ ჩაანაცვლოს სტუდენტის დამოუკიდებელი აზროვნება და მხატვრული გადაწყვეტა. ნაშრომი ეფუძნება სამეცნიერო ლიტერატურის მიზნობრივ მიმოხილვას, შედარებით და კრიტიკულ ანალიზს; განხილულია AI-ის ფუნქციები იდეების გენერირების, ვიზუალიზაციის, პროტოტიპირების, შემოქმედებითი ალტერნატივების ძიებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ეტაპებზე. გაანალიზებულია მისი შესაძლო გავლენა შემოქმედებით ავტონომიაზე, ორიგინალურობასა და პროფესიული უნარების განვითარებაზე, აგრეთვე ავტორობის, ინტელექტუალური საკუთრების, აკადემიური კეთილსინდისიერების, ალგორითმული მიკერძოებისა და მონაცემთა დაცვის საკითხები. ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე შემოთავაზებულია პასუხისმგებლიანი ინტეგრირების პრინციპები: ტექნოლოგიის გამოყენება მკაფიო სასწავლო მიზნის შესაბამისად, AI-ის ჩართულობის გამჭვირვალობა, გენერირებული შედეგების კრიტიკული შეფასება და სტუდენტის ინდივიდუალური წვლილის დოკუმენტირება. ნაშრომი ასკვნის, რომ AI-ის საგანმანათლებლო ღირებულება განისაზღვრება არა მხოლოდ ტექნიკური შესაძლებლობებით, არამედ იმით, თუ რამდენად ინარჩუნებს სტუდენტი აქტიურ როლს შემოქმედებითი პროცესის მართვასა და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დამხმარე გამოყენებისა და უშუალო გენერაციული ჩართულობის განსხვავებას, რადგან სწორედ ეს განსხვავება განსაზღვრავს სტუდენტის პასუხისმგებლობასა და შემოქმედებით ავტონომიას. განხილული კვლევები აჩვენებს როგორც ინდივიდუალური იდეების განვითარების შესაძლებლობებს, ისე სემანტიკური მსგავსებისა და ტექნოლოგიაზე დამოკიდებულების რისკებს. მიღებული ანალიზი საფუძვლად ედება პედაგოგიური ინტეგრირებისა და შეფასების რეკომენდაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებასა და ეფექტიან ინტეგრირებას სასწავლო პროცესში.

საკვანძო სიტყვები:
ხელოვნური ინტელექტი, გენერაციული AI, სახელოვნებო განათლება, სტუდენტთა შემოქმედებითი პროცესი, შემოქმედებითი ავტონომია, აკადემიური კეთილსინდისიერება
გამოქვეყნებული: ნოე 10, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
სახელოვნებო განათლება