მედია-დისკურსის ტრანსფორმაცია პოსტ-სიმართლის ეპოქაში: სიძულვილის ენა, ალგორითმები და პასუხისმგებლობის ეთიკა
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომი იკვლევს მედია-დისკურსის ტრანსფორმაციას პოსტ-სიმართლის ეპოქაში, სადაც ობიექტური ფაქტები ჩანაცვლებულია ემოციური და იდენტობით განპირობებული ნარატივებით. ავტორი აანალიზებს „ყურადღების ეკონომიკის“ ფენომენს, რომელიც მომხმარებლის ემოციურ ჩართულობას უმთავრეს რესურსად აქცევს. ნიკლას ლუმანის, ზიგმუნტ ბაუმანისა და მიშელ ფუკოს თეორიებზე დაყრდნობით, სტატიაში განხილულია რეალობის მედიური კონსტრუირება, მორალური დისტანციის ზრდა და „ციფრული პანოპტიკონის“ პრინციპი.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შოშანა ზუბოფის „რადიკალური ინდიფერენციის“ თეორიასა და ალგორითმული მანიპულაციის მექანიზმებს, რომლებიც იწვევენ პასუხისმგებლობის ეთიკის დევალვაციასა და „სხვისი“ (The Other) სუბიექტურობის დეჰუმანიზაციას. ნაშრომის დასკვნით ნაწილში დასაბუთებულია „ეგზისტენციალური მედია-წიგნიერების“ აუცილებლობა, როგორც პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ახალი მედია-კულტურის ფორმირების უმთავრესი პირობა.