„დინამიკური კვადრატის“ პროპორციები ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ტაძრებში

Main Article Content

აკაკი სხვიტარიძე

ანოტაცია

ქართული ისტორიული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ლაკონიურობა, სისადავე და მონუმენტურობა განსაკუთრებით მკაფიოა ადრექრისტიანულ ძეგლებში. რომ არა გარკვეული პროპორციული სისტემები, ეს შენობები გაუმართავიც კი იქნებოდა. კვლევის შედეგად იკვეთება, რომ ადრეული შუა საუკუნეების ქართულ ტაძრებში მათი გეგმის დასახვისას კვადრატიდან მიღებული დინამიკური სწორკუთხედები უნდა იყოს გამოყენებული, რამდენადაც გარკვეული მოცულობების სიგრძის სიგანესთან შეფარდება უმეტეს შემთხვევაში ძალიან ახლოს მოდის რომელიმე დინამიკური სწორკუთხედის პროპორციასთან. რასაკვირველია, ვხვდებით მცირედ ცდომილებებსაც. თუმცაღა არა ერთი ძეგლის შემთხვევაში, დეტალური აზომვისას დაფიქსირებული ცდომილებათა სისტემურობა გვაფიქრებინებს, რომ ეს, შესაძლოა, არქიტექტორის მიზანმიმართული ქმედება იყოს. კვლევისას გამოვლინდა გარკვეული პროპორციული თავისებურებები, რაც აჩენს ვარაუდს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია საქმე გვქონდეს სუფთა კვადრატის ნაცვლად ე.წ. „დინამიკური კვადრატისგან“ მიღებულ პროპორციებთან.  „დინამიკური კვადრატები“ კი მიიღებოდა სუფთა კვადრატის ნახევრის, მესამედის ან მეოთხედის დიაგონალებით დაგრძელების გზით. 

საკვანძო სიტყვები:
პროპორცია, დინამიკა, შუა საუკუნეები, შეფარდება, მართკუთხედი, ბაზილიკა
გამოქვეყნებული: Dec 17, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
ხელოვნებათმცოდნეობა