კულტურის მეხსიერების კოდების მოდელირება ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებაში

ავტორები

  • ლეილა მარუაშვილი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

საკვანძო სიტყვები:

კულტურის მეხსიერების კოდი, ტექსტი, ინტერტექსტი, კონტექსტი, დენოტატი, ხალხური მრავალხმიანობა, პოლიფონია.

ანოტაცია

კულტურული მეხსიერება შთანთქავს და ინახავს შორეული და ახლო წარსულის თითქმის ყველა ხალხის მიღწევებს. ჩვეულებისამებრ, კულტურის მეხსიერებაში დაცული ტექსტი განიცდის განახლებასა და ტრანსფორმირებას. მუსიკალური მეხსიერება, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგების მეხსიერება, გამოირჩევა კრეატიული ბუნებით, ხოლო მისი შემადგენელი კოდები მუდმივად ვითარდება. შესაბამისად, მუსიკალური კულტურის მეხსიერება არ არის კოდების პასიური საცავი. პირიქით, იგი მრავალგვარი ხერხებით მოდელირებას განიცდის კომპოზიტორთა შემოქმედებით ლაბორატორიაში.

ნაშრომში გაანალიზირებულია მუსიკალური მეხსიერების ერთ-ერთი მთვარი იმანენტური ფენომენის - ტრადიციული მრავალხმიანობის განსახიერების პროცესი ქართული პროფესიული სკოლის კომპოზიტორების შემოქმედებაში (ს. ცინცაძე, ს. ნასიძე, გ. ყანჩელი, ნ. გუდიაშვილი, ე. ჭაბაშვილი). კერძოდ, გამოკვლეულია ფოლკლორული აზროვნებისთვის დამახასიათებელი კოდების ადაპტაციის პროცესი კომპოზიციის უახლესს ტექნოლოგიურ მიღწევებთან, ფორმაქმნადობის სპეციფიკურ ხერხებთან და პოლიფონიური ფაქტურის ახალ ტიპებთან.

Downloads

გამოქვეყნებული

2024-12-17

გამოცემა

სექცია

მუსიკისმცოდნეობა