იუსუფ კობალაძის ოიდიპოსი

Main Article Content

თეიმურაზ კეჟერაძე

ანოტაცია

ანტიკური ეპოქის ბერძნული და ქართული კულტურის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ათასობით არტეფაქტი, ტოპონიმები, მოგზაურთა ჩანაწერები, მითოლოგიური, ფილოსოფიური და ლიტერატურული ტექსტები. სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“-ში შულტა მიმართავს თებელებს: „არცა ასტროსის, არცა ფაზისის მრისხანე ტალღებს არ შეუძლია აღხოცოს ის ბოროტება ნებაყოფლობით დამართებული“.


ქართველთა ინტერესი ანტიკური ბერძნული ცივილიზაციისადმი დღემდე არ განელებულა. შუა საუკუნეებში აღმოსავლეთის რკალში მოქცეული საქართველო კარგავს ურთიერთობას დასავლეთთან. XVIII საუკუნიდან ძლიერდება ქართველი ხალხის ურთიერთობა დასავლეთ ევროპასთან. ამას უკავშირდება ინტერესი ანტიკური ბერძნული დრამატურგიისადმი.


XX საუკუნის დასაწყისიდან ქართული თეატრის რეპერტუარში ჩნდება ბერძნული ტრაგედიები. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სოფოკლეს დრამა, „ოიდიპოს მეფე“ კი არაერთი ქართული თეატრის საეტაპო სპექტაკლად იქცა.


ბათუმის დრამატულ თეატრში სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ XX საუკუნის 40-იან წლებში დაიდგა. სპექტაკლი არჩილ ჩხარტიშვილმა და შალმა ინასარიძემ დადგა, ოიდიპოსის როლს ლეგენდარული ქართველი მსახიობი იუსუფ კობალაძე ასრულებდა. ბათუმის თეატრის ეს სპექტაკლი აღიარებული იქნა, როგორც არა მარტო ბათუმის, არამედ ქართული თეატრის უდიდესი წარმატება.

საკვანძო სიტყვები:
ანტიკური დრამა, სოფოკლე, ოიდიპოს მეფე, ბათუმის დრამატული თეატრი, იუსუფ კობალაძე
გამოქვეყნებული: Dec 17, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
თეატროლოგია