დიმიტრი ნაზარიშვილი და ნაზარიშვილთა ოჯახი: XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისის კულტურულ-ინტელექტუალური კერა
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისის გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ექიმ-ფტიზიატრსა და ქველმოქმედს, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ნაზარიშვილს. სტატიაში გაანალიზებულია მისი ფუძემდებლური როლი ქუთაისის სამედიცინო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში, მათ შორის პირველი საქალაქო საავადმყოფოს დაფუძნება, მალარიის სამკურნალო პრეპარატის („ნაზარიშვილის წვეთები“) შემუშავება და წყალტუბოს კურორტის განვითარებაში შეტანილი წვლილი. ნაშრომი ასევე მიმოიხილავს ნაზარიშვილების ოჯახს, როგორც ქუთაისის საზოგადოებრივ-ინტელექტუალურ ეპიცენტრს, სადაც იკრიბებოდნენ ქართული კულტურის უდიდესი მოღვაწეები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოჯახის უფროსი ქალიშვილის, ელენე ნაზარიშვილის, პედაგოგიურ და მთარგმნელობით მოღვაწეობას, რომელიც ქართულ-ევროპული კულტურული დიალოგის ნათელი მაგალითია.