ეთნოსტილი თანამედროვე სამოსში

Main Article Content

ნინო დოლიძე
ხათუნა დარსაველიძე

ანოტაცია

ქართული ტრადიციული სამოსი ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ხელთუქმნელი ძეგლია, მისი იდენტობის, ღირებულებების და მსოფლმხედველობის გამოხატულება. ქართულმა ეროვნულმა სამოსმა ჩამოყალიბების რთული და ხანგრძლივი  გზა განვლო. სხვადასხვა დროს საქართველოს მთაში, ბარში და ზღვისპირეთში ჩამოყალიბდა საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი, მაგრამ ერთი ქართული ხასიათის ტრადიციული სამოსი, რომელიც თავისი ორიგინალობით, დახვეწილობით და ელეგანტურობით მნახველთა აღფრთოვანებას იწვევს. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული ტრადიციული სამოსის ნიმუშები  მუზეუმების საკუთრება გახდა და კოლექციებში დაიმკვიდრა საპატიო ადგილი. დღეისათვის მოდის ინდუსტრიასა და სამოსის დიზაინში დიდია ინტერესი ტრადიციული სამოსის მდიდარი მემკვიდრეობისადმი. დიზაინერთა შემოქმედებაში დიდი ადგილი ეთმობა კოლექციებს ტრადიციულ სამოსის ინსპირაციით. თა­ნა­მედ­რო­ვე ტან­საც­მლის კო­ლექ­ცი­ის შექ­მნა ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სის ელემენტებისაგან, დი­ზა­ი­ნერ­-მოდე­ლი­ე­რი­სათ­ვის საკ­მა­ოდ რთულ ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენს. არას­წო­რა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, რომ ამი­სათ­ვის საკ­მა­რი­სია ეროვ­ნუ­ლი ტან­საც­მლის ელე­მენ­ტე­ბის კო­პი­რე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტან­საც­მელ­ში ბრმად გა­და­ტა­ნა. ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სის სა­მუ­ზე­უ­მო ნი­მუ­შე­ბის შეს­წავ­ლი­ს, ქართული ეროვნული სამოსის, მისი კონ­სტრუქ­ტო­რულ­-კომ­პო­ზი­ცი­უ­რი მახასიათებლების, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის, სამომხმარებ­ლო თვი­სე­ბე­ბის და სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის  შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­მუ­შა­ვე­ბულ იქ­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე კო­ლექ­ცი­ის კონ­ცეფ­ცი­ა.


შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი, ეთ­ნოს­ტილ­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლი თანამედროვე ტან­საც­მლის კო­ლექ­ცია შედ­გე­ბა ქალის საღამოს კაბის ხუ­თი მო­დე­ლი­სა­გან. ეთ­ნოს­ტი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი მო­დე­ლის ფორ­მის, დე­კო­რი­სა და ფე­რის გადაწყვე­ტა­ში, რო­მელ­თა ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბა და ჰარ­მო­ნი­ული შერ­წყმა ავ­სებს და აერთიანებს მო­დე­ლებს, წარ­მო­ა­ჩენს მათ, რო­გორც ერ­თი მთლი­ა­ნო­ბის შე­მად­გე­ნელ ნაწილს. კო­ლექ­ცი­ა­ში სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ცენტს ქმნის მო­საც­მელ­თა ფორ­მის გა­დაწყ­ვე­ტა, სარტყელ­-გუ­ლის­პი­რი­სა და ფა­რა­გას იმი­ტა­ცია კი დი­ნა­მი­უ­რო­ბას ანი­ჭებს მას. ეს­კი­ზუ­რი პრო­ექ­ტის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­და ქა­ლის ტან­საც­მლის კო­ლექ­ცი­ის კონსტრუქ­ტო­რუ­ლი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და­გეგ­მა­რე­ბა.


შესრულებულ სამუშაოს აქვს დიდი მნიშვნელობა თანამედროვე ტანსაცმლის ასორტიმენტის გაფართოების, ქართული ტრადიციული სამოსის პოპულარიზაციისა და მომავალი თაობებისათვის ქართული კულტურული ტრადიციების გადაცემის საქმეში.

საკვანძო სიტყვები:
ტრადიციული სამოსი, ესკიზური პროექტი, ეთნოსტილი, კონსტრუქტორული დაგეგმარება, ტექნოლოგიური დაგეგმარება
გამოქვეყნებული: ნოე 10, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
ხელოვნებათმცოდნეობა