„ახალგაზრდა პაპი“: პოსტმოდერნული რწმენისა და ავტორიტეტის დეკონსტრუქცია ვიზუალურ კულტურაში

Main Article Content

ნინო გელოვანი

ანოტაცია

პოსტმოდერნიზმი XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული პარადიგმაა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს უნივერსალურ ჭეშმარიტებებს, სტაბილურ იდენტობებსა და ტრადიციულ ავტორიტეტის ფორმებს. აღნიშნული პროცესები განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება თანამედროვე აუდიოვიზუალურ კულტურაში, სადაც რელიგიური სიმბოლიკა და ინსტიტუციური ძალაუფლება ხელახალ ინტერპრეტაციას ექვემდებარება. კვლევის მიზანია პაოლო სორენტინოს სერიალის „ახალგაზრდა პაპი“ (2016) გაანალიზება პოსტმოდერნული ნარატივისა და რელიგიური სიმბოლიზმის პერსპექტივიდან.


ნაშრომი ეფუძნება თვისებრივ კვლევას და იყენებს ჰერმენევტიკულ, ინტერპრეტაციულ და სემიოტიკურ ანალიზს. სერიალში პაპის ფიგურა წარმოჩნდება როგორც მრავალშრიანი და წინააღმდეგობრივი რელიგიური ავტორიტეტის მოდელი, რომელიც სცდება ტრადიციულ ეკლესიურ რეპრეზენტაციას.


კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ სერიალი არღვევს კათოლიკური ეკლესიის სიმბოლური სისტემის ერთმნიშვნელოვნებას და ქმნის ჰიბრიდულ მოდელს, სადაც ძალაუფლება, რწმენა და იდენტობა ურთიერთდაკავშირებულად ფუნქციონირებს.


ვიზუალური კომპოზიციები, ვატიკანის არქიტექტურა, განათების კონტრასტი და რიტუალური ესთეტიზაცია აყალიბებს საკრალურისა და სეკულარულის ჰიბრიდულ ვიზუალურ-სიმბოლურ სივრცეს. ლენი ბელარდო კი კონსტრუირდება როგორც პოსტმოდერნული სუბიექტი, რომლის იდენტობა მუდმივი დესტაბილიზაციის პროცესშია.


დასკვნის სახით, სერიალი შეიძლება განვიხილოთ როგორც თანამედროვე აუდიოვიზუალური ტექსტი,რომელიც რელიგიური ავტორიტეტისა და რწმენის ფორმების რეკონცეპტუალიზაციას ახდენს პოსტმოდერნული კულტურის კონტექსტში.რაც ხაზს უსვამს რელიგიური სიმბოლიკის პოსტმოდერნულ ტრანსფორმაციას.

საკვანძო სიტყვები:
პოსტმოდერნიზმი, რელიგიური სიმბოლიზმი, პაოლო სორენტინო, ახალგაზრდა პაპი, ვიზუალური კულტურა, იდენტობა, ნარატივი, დეკონსტრუქცია
გამოქვეყნებული: Nov 10, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
კინომცოდნეობა